30 აპრილი, 2026
მანავის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ მანავის 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი მოიცავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლის ინფრასტრუქტურის სრულად განახლებას, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას, რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის შესაძლებლობის განსაზღვრას, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებას.
სოფელ მანავის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს თანამედროვე არქიტექტურული მიდგომების შესაბამისად, რაც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, ფუნქციურ და ადაპტირებულ სასწავლო სივრცეს შექმნის.
საპროექტო დოკუმენტაცის მიხედვით უნდა განისაზღვროს სკოლის შენობის არქიტექტურა, კონსტრუქციები, საინჟინრო სისტემები, ტერიტორიის კეთილმოწყობა და სამუშაოების განხორციელების ეტაპები.
გაზიარება