ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

20 აპრილი, 2026

სოფელ ოქტომბერში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

Image alt text

სოფელ ოქტომბერში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა. ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი.

ბაღში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების კომფორტულ, უსაფრთხო და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ სოფელ ნარაზენში, სოფელ ცაცხვში, სოფელ კახათსა და სოფელ რიყეში.