7 აპრილი, 2026
გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში „ღვინის ქალაქის“ პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც ერთდროულად ხელს შეუწყობს ქართული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, ინოვაციური კვლევების მხარდაჭერას და რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
პროექტის მიხედვით, გურჯაანის „ღვინის ქალაქში“ უნდა მოეწყოს საგანმანათლებლო, მუდმივმოქმედი და დროებითი საგამოფენო სივრცეები, საკონსერვაციო ლაბორატორია და ფონდსაცავი, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და ენოთეკა, დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები,საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები, ასევე, HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები.
„ღვინის ქალაქის“ საგანმანათლებლო სივრცე გააერთიანებს ლექციებისა და სემინარების დარბაზებს, ვორქშოფებისა და პრაქტიკული სამუშაოების ზონებს.
პროექტით ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მუზეუმის ეზოს საზოგადოებრივ ზონაში ინტეგრირება, გარე გამოფენებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება. ეზოს ნაწილი იქნება ვაზის ჯიშების საჩვენებლი კოლექცია, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდება კომპლექსის თემატიკას.
კომპლექსი მოიცავს ღია და დახურულ ზონებს. ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს საგამოფენო დარბაზები, კაფე-რესტორნები და მაღაზია.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ავტოსადგომი, ტერიტორია კი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე საინჟინრო და უსაფრთხოების სისტემებით.
გაზიარება