ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

6 აპრილი, 2026

ფოთში 9 აპრილის ხეივნის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

Image alt text

ფოთში დაგეგმილი ურბანული განვითარების პროექტის მიზანია  მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა, 9 აპრილის ხეივანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე   არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების განახლება.
დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს როგორც ხეივნისა და სკვერის ფუნქციურ და ვიზუალურ გაუმჯობესებას, ისე მიმდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას. 

პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეში  მოეწყობა  სასეირნო, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები,  განახლდება გამწვანება და დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა. ასევე, იგეგმება  ნიკოლაძის სანაპიროსთან  საფეხმავლო და ვიზუალური ინტეგრაციის გაუმჯობესება.

პროექტი უნდა მოიცავდეს ისტორიული და ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის ტროტუარების განახლებას გარე განათების და საინჟინრო ქსელების აღდგენას, ტერიტორიაზე მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსებას და გამწვანების სამუშაოების ჩატარებას, ასევე მიმდებარე ქუჩებთან დაკავშირებული კვანძების მოწესრიგებას.

საპროექტო ესკიზებისა და პროექტების მომზადებისას გაითვალისწინებული უნდა იყოს ობიექტების იერსახის განახლება მათი ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული და კულტურული თავისებურებების, ასევე თანამედროვე არქიტექტურული მიდგომების შესაბამისად.