ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

3 აპრილი, 2026

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

Image alt text

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხდებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.

პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება დიდი და საბავშვო საცურაო აუზები,  გასახდელები და საშხაპეები,  სპეციალიზებული დარბაზები ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, კარატეს, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის.

კომპლექსში უნდა მოეწყოს საჭადრაკო სივრცე, სამედიცინო ბლოკი,  ადმინისტრაციული და მსაჯების ოთახები, სამზარეულო და სასადილო.

 პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიაზე ღია ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო და სარაგბო მოედნების და გასახდელების მოწყობას, რომელიც ორივე სტადიონს ერთდროულად მოემსახურება.

გარდა ამისა,  კომპლექსში პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს მედიათეკის, უცხო ენების სწავლების, ბიბლიოთეკის, ქორეოგრაფიის, ფოლკლორის და სახელოვნებო სივრცეების მოწყობა.

შენობაში უნდა განთავსდეს, ასევე, 150–200 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, STEM-კლუბი, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით მრავალფუნქციურ სამუშაო ზონას გააერთიანებს.

პროექტი უნდა უნდა მოიცავდეს მრავალფუნქციური კომპლექსის ტერიტორიაზე ავტოსადგომის, საფეხმავლო გზების  განათებისა და უსაფრთხოების  სისტემების მოწყობას.