ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

3 აპრილი, 2026

რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

Image alt text

პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს დახურულ მინი საფეხბურთო დარბაზის, 100 მაყურებელზე გათვლილი ღია ხელოვნურ საფარიან საფეხბურთო მოედნის და გასახდელების, სამოყვარულო სპორტული ცოცვის კედლის, ჩოგბურთის ორი ღია და ერთი დახურული ტიპის კორტის, პადელისა და  ქვიშის ფრენბურთის მოედნების მოწყობა.

მრავალფუნქციური კომპლექსის კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი უნდა მოიცავდეს  მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებებისათვის განკუთვნილ სივრცეებს და ადმინისტრაციულ ბლოკს.

შენობა-ნაგებობების გარდა, საპროექტო ტერიტორიაზე  უნდა  მოეწყოს  ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები,  განათების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.

რუსთავში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის სპორტული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობას  და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.