ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

1 აპრილი, 2026

რუსთავში ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, რანაკლებ 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირებას იწყებს.

შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების  შესრულების საერთო ვადად 6  თვეა  განსაზღვრული. მომზადდება  განმეორებადი პროექტის მოდელი, რომელიც სხვა ობიექტზეც გამოიყენება.

პროექტის მიხედვით, რუსთავის ახალ  ბაღში ბავშვებისთვის უნდა მოეწყოს საძინებელი, სათამაშო და სასადილო სივრცეები, მუსიკალური და სპორტული მეცადინეობისთვის განკუთვნილი ოთახები,  საშხაპე და დამხმარე სათავსოები.

ბაღის გარე სივრცეში გათვალისწინებული უნდა იყოს სათამაშო მოედნის  მოწყობა, სადაც ბავშვებისთვის განთავსდება  სხვადასხვა სახის ატრაქციონები, მათ შორის სასრიალოები, საქანელები და ასევე, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.

რუსთავის ახალი ბაღი, სადაც სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო და მრავალფეროვანი გარემო უნდა შეიქმნას, ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის .