1 აპრილი, 2026
აზიის განვთარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თორია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვარტალურ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მინისტრების მოადგილეები.
აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე და დასრულებული პროექტები, შეფასდა მათი განხორციელების ეტაპები და მიღწეული შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებს, სადაც მხარეებმა იმსჯელეს დაგეგმილ ინიციატივებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. მხოლოდ 2025 წელს ფონდმა დაასრულა ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების, ასევე ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა. ამჟამად კი მიმდინარეობს მესტიაში ლაღამის უბნის რეაბილიტაცია.
გაზიარება