ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

1 აპრილი, 2026

თბილისის №10 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი

Image alt text

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ანდღულაძესთან ერთად თბილისის №10 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ და პროექტის დაჩქარებისთვის საჭირო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

ნაძალადევის რაიონში მდებარე სკოლის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. უკვე დასრულებულია შენობის პირველი კორპუსი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ფასადის და შიდა მოპირკეთების სამუშაოები.

ამორტიზებული შენობის ნაცვლად, ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.

თბილისის №10 საჯარო სკოლა, რომელიც 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს.