1 აპრილი, 2026
მინისტრი №133 სკოლაში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ანდღულაძესთან ერთად თბილისის №133 საჯარო სკოლაში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.
მოსწავლეთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, მინისტრებმა სკოლისთვის დამატებითი ფლიგელის აშენების გადაწყვეტილება მიიღეს.
ახალი სივრცე უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის უფრო კომფორტულ და ეფექტიან გარემოში წარმართვას, რაც მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობების შექმნას უზრუნველყოფს.
მინისტრების განცხადებით, პროექტი განხორციელდება უსაფრთხოების და ხარისხის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, რათა სკოლამ შეძლოს მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოსწავლეებს შესთავაზოს უკეთესი სასწავლო გარემო
გაზიარება