1 აპრილი, 2026
№158 საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება

საბურთალოს რაიონში მდებარე თბილისის №158 საჯარო სკოლის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.
სკოლის არსებული ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სიმძლავრეს და აღნიშნული საჭიროების სრულად დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს ვერც დამატებითი ფლიგელის მშენებლობა - ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ 300-400 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მოწყობა.
შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობის შესახებ, რომელიც 1000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
სკოლის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორი ბექა ურუშაძე, საბუთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ბვასაზე და საკრებულოს დეპუტატი შალვა პერანიძე.
გაზიარება