კულტურული მემკვიდრეობა
მუნიციპალური განვითარების ფონდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ისტორიული შენობების, თეატრების, მუზეუმებისა და სხვა კულტურული ობიექტების განახლების საქმეში.
ისტორიული შენობების აღდგენა ხელს უწყობს როგორც იდენტობის შენარჩუნებას, ისე ტურიზმის გაძლიერებას და ფუნქციური კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი სივრცეების შექმნას.
ჩვენი მიზანია, კულტურული მემკვიდრეობა იყოს ხელმისაწვდომი, გააერთიანოს წარსული და მომავალი, ტრადიციები და თანამედროვეობა.
გაზიარება