ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი შონია

გიორგი შონია

აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი შონია - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 2026 წლის მაისიდან.

გიორგი შონიას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად დანიშვნამდე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებდა. 

გიორგი შონია იყო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  და დირექტორის მოადგილე.

2025 წლის ივნისის ბოლომდე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია ეკავა, ამავე სამინისტროში იყო მინისტრის მრჩეველი.

2018 წლიდან - 2025 წლის მაისამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სამდივნოს უფროსის პოზიციას იკავებდა.

2015 - 2018 წწ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია ეკავა. ასევე, საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა კომისიაში  მუშაობდა წამყვან სპეციალისტად, მოვალეობის შემსრულებლად.

2014 წელს მუშაობდა წამყვან სპეციალისტად ქ.თბილისის საკრებულოს აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის სამდივნოში.

2011 - 2013 წწ იყო ტექნიკური დირექტორი და საქალაქო სამსახურებთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, '' აი მაქს+ ''.

გიორგი შონიამ დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი - ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური მეცნიერებები, ბაკალავრი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს

იხილეთ სრულად

მოადგილეები

შოთა ანდრიაძე

ქვარა ჩართოლანი

დავით კვინიკაძე

გიორგი ცინცაძე

ქეთევან შუბითიძე