პარკები და რეკრეაციული სივრცეები
პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების პროგრამა მიზნად ისახავს როგორც ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, ისე არსებული სივრცეების აღდგენასა და გაუმჯობესებას, რათა მოქალაქეებს მიეცეთ დასვენებისა და აქტიური ცხოვრების მრავალფეროვანი შესაძლებლობა.
პროექტები მოიცავს საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნების და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელის განვითარებას, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების შექმნას. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტერიტორიის გამწვანებას ადგილობრივი სახეობების მცენარეებით, რაც თავის მხრივ, ეკოლოგიურ მდგრადობას უზრუნველყოფს.
ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და ქალაქების ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სივრცე, სადაც თავისუფლად და კომფორტულად შეძლებს სოციალიზაციას და დროის გატარებას.
გაზიარება