საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა
მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად არის ჩართული საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ თანამედროვე, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემო, სადაც ყველა მოზარდი შეძლებს განათლების მიღებას თანაბარ პირობებში.
პროექტები უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობებს, ენერგოეფექტურ და მდგრად ინფრასტრუქტურას, რომელიც ხელს უწყობს როგორც გარემოს დაცვის, ისე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინკლუზიურ სივრცეებს, რათა განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის, მათ შორის განსაკუთრებული და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
გაზიარება