ქ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3 ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა

5 მაისი 2016
მუნიციპალიტეტი: ვანი
დონორი: WB

 2016 წლის 10 მაისს 13:00 საათზე, ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: ქ. ვანი, თავისუფლების 65) გაიმართება ქვე-პროექტის „ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

 

ქვე-პროექტი ითვალისწინებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციას, კერძოდ, ძველი მუზეუმის ნაგებობის დემონტაჟს და ახალი, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისინაგებობის აშენებას. ქვე-პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მინაშენის დასრულება მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობასთან ერთად.

 

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური ანგარიშვალდებულების, მოქალაქეთა ჩართულობის,  საჩივრებისა,  წინადადებების და გენდერის საკითხები.

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

·        საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი,

      დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე,

      გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,

     ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge; საკონტაქტო პირი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით

     - ნონა ჭიჭინაძე სოციალური უსაფრთხოების და გენდერის საკითხების სპეციალისტი,

      მობ.: 5 99 56 51 09, ელ-ფოსტა nchichinadze@mdf.org.ge ;  

 

·       ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში - ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა 65,

     საკონტაქტო პირი: ავთანდილ ხელაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის

     წარმომადგენლების კოორდინატორი, მობ:  5 99 67 67 60,

     ელ-ფოსტა: kheladze.avto@gmail.com

 

 

გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

 

გარემოსდაცვითი მიმოხილვა-ვანის მუზეუმი