• კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა გაიხსნა
  • წყნეთი - ბეთანიის გზა გაიხსნა
  • კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
  • თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა
  • ახალი მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა
  • ბატონის ციხის მუზეუმის მშენებლობა სრულდება
  • მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
18 ივნისი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 70 მილიონი ევრო გადაეცა

დღეს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ხელი მოაწერეს სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად.
7 ივნისი 2019

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.
6 ივნისი 2019

მგფ-ი საგზაო კომპანიების წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღეს გამართავს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, 7 ივნისს, 15:00 საათზე ფონდის შენობაში (მისამართი: აღმაშენებლის #150), საგზაო კომპანიების წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია კომპანიების წარმომადგენლებს დაგეგმილ საგზაო პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
5 ივნისი 2019

დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია.
5 ივნისი 2019

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარზე მეტია.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული.