რუხი-ახალაბასთუმნის გზის (მეუნარგიას, ჭავჭავაძის და შულუხიას ქუჩები) რეაბილიტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

12 ივლისი 2022
მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი
დონორი: WB

 ქვე-პროექტი - „რუხი-ახალაბასთუმნის გზის (მეუნარგიას, ჭავჭავაძის და შულუხიას ქუჩები) რეაბილიტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტით გათვალისწინებულია რუხი-ახალაბასთუმნის გზის რეაბილიტაცია, რაც მოიცავს მეუნარგიას, ჭავჭავაძის და შულუხიას ქუჩებს, საერთო სიგრძით: 3,827 მეტრი.

 

პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა 2021 წლის 13 აგვისტის, Zoom აპლიკაციის გამოყენებით.

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

 

ESMP_Rukhi-Akhalabastumani_FINAL (Geo)