გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ

გამოქვეყნებულია: 27 ივნისი 2025    /    ძალაშია: 4 ივლისი 2025

 მოგესალმებით, 

 

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.   

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებ) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით) და მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა).

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 04 ივლისისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით, შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე) და შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .   

 

დანართები:

1.       ტექნიკური დავალება;

2.       ბაზრის კვლევის ცხრილი.

 

 ტექნიკური დავალება (ფილარმონიის რეაბილიტაციის საპროექტო მომსახურება).pdf

ტექნიკური დავალება - აკუსტიკა (ფილარმონიის რეაბილიტაციის საპროექტო მომსახურება).pdf

ბაზრის კვლევის ცხრილი - ფილარმონიის რეაბილიტაციის საპროექტო მომსახურება.pdf

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის