სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლის მშენებლობა (აიაზმის თემის წალკის მუნიციპალიტეტი)

15 მაისი 2025
მუნიციპალიტეტი: წალკა
დონორი: WB
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 21 მაისს 13:00 საათზე, გაიმარება ქვე-პროექტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლის მშენებლოის პროექტის (აიაზმის თემის წალკის მუნიციპალიტეტი) გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება სოფ. აიაზმის რიტუალების სახლში.
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში, პროგრამა ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე - www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის ვებ-გვერდზე - www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში - ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირები:
 
დავით არსენაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდი
მობ.: 599019 183
ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge
მარინე ჟვანია, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მობ: 577 27 88 41
ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge