ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა ქვე-პროექტისათვის - "შადრევნის რეაბილიტაცია წყალტუბოს პარკში"
2018 წლის 8 ივნისს 14:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში (მისამართი: ქ. წყალტუბო რუსთაველის ქუჩა N25) გაიმართება ქვე-პროექტის - შადრევნის რეაბილიტაცია წყალტუბოს პარკში“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული განვითარების პროგრამის (RDP 2) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოს პარკში შადრევნის სრულ რეაბილიტაციას და დამატებითი ფუნქციების მატარებელი სისტემების მონტაჟს.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150;
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: ქ. წყალტუბო რუსთაველის ქუჩა N25
საკონტაქტო პირები:
- ნუცა გუმბერიძე, მგფ ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge
- მალხაზ ჩხეიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი
მობ: +995 595 95 96 01, ელ-ფოსტა: malkhazchkheidze@gmail.com
EMP_Tskaltubo fountain_for disclosure_geo