The website is in test mode
Active

Published 21 July, 2026

Deadline: 28 July, 2026

ბაზრის კვლევა - ტრაქტორების და სხვადასხვა ტიპის მისაბმელების სახელმწიფო (CPV-16700000) შესყიდვა

Registration number:MRS260042379

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ტრაქტორების და სხვადასხვა ტიპის მისაბმელების სახელმწიფო (CPV-16700000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და მიწოდების ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 ივლისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება/შემოთავაზება: დანართი N1 (ფასების ცხრილი) და დანართი N2 (შემოთავაზებული ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები) შესაბამისად.

მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე გაცნობებთ, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს შესყიდვისთვის საჭირო წინამოსამზადებელ სამუშაოებს, შესაბამისად განხილულ იქნება წარმოდგენილი ალტერნატიული შეთავაზებები/შენიშვნები/რეკომენდაციები, მათ შორის სატენდერო მოთხოვნებთან დაკავშირებით. გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი წინადადებები/პოზიციები მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge.


კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
574 47 50 05 - ლაშა იმერლიშვილი

დამატებითი დოკუმენტაცია:
1.დანართი N1 (ფასების ცხრილი);
2.დანართი N2 (შემოთავაზებული ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები);
3.სატენდერო მოთხოვნები;

გადადით ბმულზე