18 დეკემბერი 2025
ქუთაისში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა
ქუთაისში მიმდინარე პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
17 დეკემბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეკრეაციული სივრცეების მოწყობის კონცეფციები განიხილეს
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა საკონკურსო კომისიის სხდომა, რომლის ფარგლებში რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს. სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე ესწრებოდნენ.
16 დეკემბერი 2025
შეხვედრა თბილისის N179-ე სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან და სამგორის რაიონის გამგებელთან, კახა სამხარაძესთან ერთად, თბილისის N179-ე საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა.
15 დეკემბერი 2025
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს. პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
12 დეკემბერი 2025
პროექტირების კონკურსებში გამარჯვებულ კომპანიებთან შეხვედრა
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, სტადიონებისა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების პროექტირების კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.







