ბაკურიანში მობილობის გასაუმჯობესებლად გზების რეაბილიტაციის, საფეხმავლო და საველოსიპედე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით პროექტირება/მშენებლობა

გამოქვეყნებულია: 29 ნოემბერი 2022    /    ძალაშია: 29 დეკემბერი 2022

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ბაკურიანში მობილობის გასაუმჯობესებლად  გზების რეაბილიტაციის, საფეხმავლო და საველოსიპედე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით პროექტირება/მშენებლობა. 

აღნიშნული ქვე-პროექტის ფარგლებში იგეგმება 5 ქუჩის სრული რეაბილიტაცია, საფეხმავლო ზონებისა და ველობილიკების მოწყობა და გზაჯვარედინების მოწესრიგება. რეაბილიტირებულ ქუჩებზე მოხდება სრულფასოვანი სანიაღვრე სისტემის მოწყობა გზის ზედაპირიდან წყლის მოცილების უზრუნველსაყოფად. საინჟინრო საკომუნიკაციო არხები, რომლებიც ამჟამად ჰაერშია გადაჭიმული, როგორიცაა გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი, მოხდება მათი დემონტაჟი და მიწისქვეშ განთავსდება შესაბამის თხრილში. პროექტის ფარგლებში დაბა ბაკურიანში 46 სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა ავტობუსის გაჩერებები, რათა ავტობუსები სრულად მოემსახუროს მოსახლეობას და დამსვენებლებს.

 

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:  

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=486887&lang=ge