სიახლეები

10 ივნისი 2014

„საუკუნის გზის“ პროექტის პრეზენტაცია ბარისახოში გაიმართა

დღეს „საუკუნის გზის“ პროექტის პრეზენტაცია ბარისახოში გაიმართა. 25-კილომეტრიანი გზა ერთმანეთთან პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს დააკავშირებს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით განახორციელებს. უახლოეს პერიოდში დაიწყება აღნიშნული გზის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგაც გზის მშენებლობა განხორციელდება.
10 ივნისი 2014

მგფ-ი 110 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს

110 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შემოდგომაზე ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ქუთაისში 110 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციას ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 4,356,899.00 ლარია.
7 ივნისი 2014

პრემიერ-მინისტრმა ონის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია დაათვალიერა

ონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რომელიც ონის მოსახლეობას აწუხებდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად მოგვარდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ონის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პირველ პირს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ მიაწოდეს.
5 ივნისი 2014

პრემიერ-მინისტრმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამუშაოები დაათვალიერა

თბილისიდან რუსთავამდე გზა, ახალი ავტომაგისტრალის აშენების შემდეგ 15 წუთში დაიფარება. ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი დღეს საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. პროექტის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ მიაწოდეს. ობიექტზე პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და რუსთავის მაჟორიტარი ზვიად ძიძიგური.
1 ივნისი 2014

მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს სოფელ ერგნეთში ახალი ამბულატორია დაამონტაჟა

დღეს მორიგი ამბულატორია გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში დამონტაჟდა. სენდვიჩპანელის მონტაჟს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი დაესწრო. გორის მუნიციპალიტეტში ფონდმა 12 ამბულატორია უკვე დაამონტაჟა კერძოდ, სოფელ კირბალის, აძვის, ჯარიაშენის, ახრისის, ქვემო აცვის, ფლავის, ქერეს, ქორდის, მეღვრეკისის, ქვემო ხვითისა და სოფელ წითელუბნის მოსახლეობას სოფლის ამბულატორიით სარგებლობა უახლოეს დღეებში შეეძლებათ.
28 მაისი 2014

თორნიკე თორაძე „ჰაიდელბერგცემენტის ხარისხის მეორე კონფერენციას“ დაესწრო

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან - გიორგი ამაშუკელთან ერთად დღეს „ჰაიდელბერგცემენტის ხარისხის მეორე კონფერენციას“ დაესწრო. კონფერენციის ძირითადი თემა ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე გამოცდილების გაზიარება იყო.
21 მაისი 2014

მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოში თეატრისა და გამგეობის შენობების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში მდებარე გამგეობის შენობის ფასადისა და ინტერიერის, ასევე თეატრის შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება რეგიონული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1,335,624,64 ლარია.
21 მაისი 2014

მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მასშტაბით 27 ამბულატორია უკვე დაამონტაჟა

საქართველოს მასშტაბით 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 27 ამბულატორია საქართველოს სხვადახვა რეგიონში უკვე დაამონტაჟა. პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე 82 ამბულატორია დამონტაჟდება. ქვეყნის მასშტაბით 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. ამბულატორიებს, მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი ამონტაჟებს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.
20 მაისი 2014

მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას განახორციელებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის განხორციელების შედეგად 5000-ზე მეტ მოსახლეს წყალმომარაგების მიწოდება და წყლის ხარისხი გაუუმჯობესდება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 3,983,171 ლარია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის მეორე ეტაპის დასაფინანსებლად. სწორედ აღნიშნული სესხის ფარგლებში მოხდება ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზესტაფონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
12 მაისი 2014

პრემიერ- მინისტრი სალთვისი-ტირიფონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სალთვისი -ტირიფონის საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათავლიერა. პროექტის დასრულების შედეგად, რაც 2014 წლის ივლისამდე მოხდება, ომის შედეგად დაზარალებული 30 სოფლის 20 ათას ჰექტრამდე მიწის სარწყავი სისტემის გაუმჯობესება მოხდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები პრემიერთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტსრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა , მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სომხიშვილმა და ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა დაათვალიერეს.