სიახლეები

10 დეკემბერი 2017

სოფელ ღვანკითში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაგი ბუაძე გაეცნო.
29 ნოემბერი 2017

სოფელ როდინაულში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის 15 კილომტერიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი ბუაძე გაეცნო.
26 ოქტომბერი 2017

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს. სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, სადაც წლებია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია არ მომხდარა, ათეულობით მილიონი ლარია გამოყოფილი.
25 ოქტომბერი 2017

ზურაბ ალავიძემ ჭიათურა-სკინდორის 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა

რეგიონების მასშტაბით შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ათეული წლების განმავლობაში დაზიანებული გზების აღდგენა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამჯერად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ჭიათურა-სკინდორის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა.
24 ოქტომბერი 2017

ხერთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

მომავალი წლიდან ხერთვისის ციხესიმაგრის დამთვალიერებლებს კომპლექსის მიმდებარედ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ.
უკვე შესრულებული სამუშაოების ხარისხი ადგილზე შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. მინისტრი პროექტების მიმდინარეობის პროცესს რეგიონებში სისტემატურად განაგრძობს.
16 ოქტომბერი 2017

ახალი მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა

თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ახალი მეტროსადგური ,,უნივრსიტეტი“ დღეიდან მოემსახურება. 23-ე მეტროსადგური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გახსნეს.
11 ოქტომბერი 2017

საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახალციხეში, საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. აქ მიმდინარე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
12 სექტემბერი 2017

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის 6.8 კმ-იანი გზის მშენებლობას ახორციელებს. აღნიშნული გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული. სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელად წარმართვისთვის საჭიროა დროებითი გზების მოწყობა და მოძრაობის გადართვა.
10 სექტემბერი 2017

გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. განახლებული სახლ-მუზეუმი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ, წმ. გრიგოლ ფერაძის შთამომავლობამ და პოლონური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გახნსეს. გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტარები, დიპლომატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. პოლონურმა დელეგაციამ სახლ-მუზეუმს წმ. მღვედლმოწამე გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გადასცეს.
8 სექტემბერი 2017

წყალმომარაგების პროექტი დაბა ლაითურში აქტიურ ფაზაშია

გურიაში, დაბა ლაითურში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გურიის გუბერნატორ მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად გაეცნო.