სიახლეები

21 თებერვალი 2018

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
7 თებერვალი 2018

ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლებში შიდა გზები კეთდება

სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინასნებით, 4 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლებში, როხისა და სალომინაოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.
6 თებერვალი 2018

წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ახალი ნაგებობა შენდება

კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ახორციელებს.
1 თებერვალი 2018

ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 15 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისმა საერთო ღირებულებამ 6 მილიონ ლარამდე შეადგინა.
29 იანვარი 2018

მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია დაასრულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

22 იანვარი 2018

თბილისი-რუსთავის გზაზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. 119 მილიონიანი პროექტი ითვალისწინებს, ყველაზე რთული 7 - კილომეტრამდე მონაკვეთის მშენებლობას.
სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან გაგი ბუაძესთანე ერთად გაეცნო. მინისტრმა პროექტის მიმდიანრეობის ტემპი და მუშაობის ხარისხი შეამოწმა.
27 დეკემბერი 2017

წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
19 დეკემბერი 2017

თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს 2017 წლის 19 დეკემბერს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის“ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.
19 დეკემბერი 2017

ბატონის ციხის მუზეუმის მშენებლობა სრულდება

თელავში, ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის ბატონის ციხის რეაბილიტაციის მეორე ფაზა სრულდება. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი შენდება, აქ შეიქმნება საგამოფენო სივრცე და საკონფერენციო დარბაზები.
13 დეკემბერი 2017

ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაგი ბუაძემ დაათვალიერა.