სიახლეები
20 აპრილი 2023
ფონდმა პარლამენტში 2022 წლის ანგარიში წარადგინა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის ანგარიში წარადგინა.
18 აპრილი 2023
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება.
ახალი პროგრამა 5 წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.
ახალი პროგრამა 5 წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.
2 აპრილი 2023
განცხადება ზუგდიდის სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე
გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ მედია საშუალებებით გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ზუგდიდის სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით. გვსურს განვმარტოთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ზუგდიდში სპორტულ კომპლექსს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2021 წლის აპრილიდან აშენებს.
30 მარტი 2023
იტალიური არქიტექტურისა და დიზაინი დღეები თბილისში წელსაც გაიმართა
საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით (ICE-ITA), 29-30 მარტს თბილისში იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება "იტალიური დიზაინის დღეები საქართველოში -2023" გაიმართა
7 მარტი 2023
მარტვილის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
7 მარტი 2023
სამეგრელო-ზემო სვანეთში 13 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.
2 მარტი 2023
კახეთში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.
2 მარტი 2023
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
დღეს, ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (ბაკურიანი 2025), EOC-ის ქარტიის შესაბამისად, ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
1 მარტი 2023
გურიაში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.
24 თებერვალი 2023
მარნეულში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი შენდება
საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში უეფას მეორე კატეგორიის სტადიონს აშენებს.