სიახლეები

19 იანვარი 2019

კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა გაიხსნა

კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 7 კმ-ზე მეტია და იგი საათში 2800 მგზავრს მოემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მარშრუტი ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, მის გარშემო სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი. საინჟინრო კუთხით ერთ-ერთი ურთულესი პროექტის განხორციელებას ერთი წელი დასჭირდა, აშენდა 111 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, რომელიც 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება.
3 იანვარი 2019

მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება დასრულდა.
31 დეკემბერი 2018

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2018 წელს 54 პროექტი დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2018 წელს დაასრულა 54 პროექტი და დაიწყო 70 პროექტი. დასრულებულ პროექტებს შორისაა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა, გზის ეს ურთულესი მონაკვეთი ევროპული სტანდარტით აშენდა, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების თანამედროვე სისტემები და დასრულდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები, ოზურგეთში აშენდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, რეაბილიტირდა დუშეთის ცენტრალური პარკი, ფაქტობრივად დასრულდა კობი-გუდაურის 7 კმ-ზე მეტი სიგრძის საბაგირო გზის მშენებლობა და სხვა.
14 დეკემბერი 2018

ხაშურში სტადიონის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურში, საერთაშორის სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობას იწყებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.
4 დეკემბერი 2018

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.
27 ნოემბერი 2018

სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტ-კომპლექსი გაიხსნა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარმა და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გახსნეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 1.5 მილიონი ლარია.
27 ნოემბერი 2018

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ატოცში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ფონდი გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენის პროექტს ახორციელებს.
23 ნოემბერი 2018

მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის კონკურსი უკვე გამოაცხადა.
23 ნოემბერი 2018

ქუთაისში ისტორიული უბნისა და დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს. მათ შორისაა ქუთაისის ისტორიული უბნის (რიონის სანაპიროს მონაკვეთის) რეაბილიტაცია და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
22 ნოემბერი 2018

ქობულეთში მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში, მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაციას იწყებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მუნიციპალურ განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნეს.