სიახლეები

15 სექტემბერი 2020

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, განათლების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით, განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.
12 სექტემბერი 2020

ოყურეშის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე დაიგება ბეტონის საფარი და მოეწყობა ბეტონის კიუვეტები. გათვალისწინებულია გაბიონების და დამჭერი კედლის სამუშაოები.
11 სექტემბერი 2020

სოფელ ბიწმენდაში საჯარო სკოლა შენდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბიწმენდაში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
11 სექტემბერი 2020

მუნიციპალური განვითარების ფონდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში სკოლის მშენებლობას ასრულებს!

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს
10 სექტემბერი 2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში 240 ბავშვიანი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარების ადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი 2019 წელს დაიწყო და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
10 სექტემბერი 2020

ქალაქ ზესტაფონში რამდენიმე ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზესტაფონში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და კვალითის დასახლებაში - მაღლაკელიძის, შათირიშვილისა და მელქაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
9 სექტემბერი 2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
8 სექტემბერი 2020

175 ერთეული ავტობუსი ექვს ქალაქს ოქტომბრის თვიდან ეტაპობრივად გადაეცემა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.
4 სექტემბერი 2020

საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის ხარვეზებს კონტრაქტორი კომპანია ეტაპობრივად გამოასწორებს

ქალაქ საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს, კონტრაქტორი კომპანია, ხელშეკრულების გათვალისწინებით ეტაპობრივად გამოასწორებს.
3 სექტემბერი 2020

ნარუჯა - ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა.