სიახლეები

1 თებერვალი 2020

ზუგდიდში 960 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 საცხოვრებელი ბინის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 60 მილიონ ლარზე მეტია.
28 იანვარი 2020

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მთავრობისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
22 იანვარი 2020

წყალტუბოში მუდმივი საცხოვრებლით 560 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს.
15 იანვარი 2020

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიონი ლარია.
13 იანვარი 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალი 6 კილომეტრიანი გზა დააკავშირებს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფლების წინსოფელისა და ჭილოვანის, მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 6 კმ-იანი გზის მონაკვეთზე რეაბილიტაციას 2020 წლის თებერვალში დაასრულებს.
27 დეკემბერი 2019

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახლები შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ახორციელებს.
26 დეკემბერი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ პარლამენტის თვითმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
17 დეკემბერი 2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფ. როდინაულის და სოფ. ობჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2020 წლის ივლისში იგეგმებოდა, თუმცა, გზის გახსნა დაგეგმილზე ბევრად ადრე მოხდება.
6 დეკემბერი 2019

განახლებული „მზიურის პარკით“ სარგებლობა გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი

დღეს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და თბილისის მერი კახა კალაძე „მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.
29 ნოემბერი 2019

ექვსი ქალაქისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 175 ერთეულ ავტობუსს შეიძენს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 175 ერთეული ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.