მსოფლიო ბანკთან აქტიური თანამშრომლობა გრძელდება

27 აგვისტო 2014

დღეს,  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორს სამხრეთ კავკასიაში,  აჰმედ აივეიდას შეხვდა.

მსოფლიო ბანაკის მხარდაჭერით მუიციპალური განვითარების ფონდმა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. ა. წ.17 ივნისს მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ვიცე-პრეზიდენტის ჯილდო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივად განხორციელებული „კახეთის რეგიონული განვითარების პროექტისთვის“ გადაეცა.

იორგი ამაშუკელმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის რანგში, აჰმედ აივეიდასთან შეხვედრა  პირველად გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით  მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.