ელგუჯა ხოკრიშვილი გლობალური ინფრასტრუქტურის ფორუმზე

11 მარტი 2013

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი,  ელგუჯა ხოკრიშვილი  სამუშაო ვიზიტით აშშ- ში იმყოფებოდა. მან  „გლობალური ინფრასტრუქტურის მართვის სტრატეგიულ  ფორუმში“  (CG/LA)  მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება.

(http://www.cg-la.com) .  ფორუმმა  წელს  ინფრასტრუქტურის 100  ყველაზე გლობალურ  პროექტს უმასპინძლა, მათ შორის იყო  საქართველოს  ინფრასტრუქტურული პროექტებიც , რომლებიც  ფორუმის მონაწილეებს ელ

გუჯა ხოკრიშვილმა გააცნო.ინფრასტრუქტურულ პროექტებს  უყრის თავს მთელი მსოფლიო მასშტაბით

ნიუ-იორკში გამართულ ფორუმზე მან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის   მიმდინარე  და დაგეგმილი პროექტები წარადგინა. ოფიციალური შეხვედრების  შემდეგ, მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორი აშშ ბიზნესმენებსაც შეხვდა, რომლის დროსაც  ინფორმაციის გაცვლა  და მომავალი თანამშრომლობის  შესახებ იყო საუბარი.ფორუმის შემდეგ, საქართველოს დელეგაციის  ვიზიტი ვაშინგტონში გაგრძელდა, სადაც ლეგუჯა ხოკრიშვილი  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან , დავით ნარმანიასთან ერთად მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტს, ფილიპ ლეროსა და მდგრადი განვითარების სექტორის დირექტორს, ლაზლო ლოვეის შეხვდა.შეხვედრაზე  მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა გააცნეს, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.