თერჯოლაში ,,განახლებული რეგიონებით“ მიმდინარე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

7 ივნისი 2022

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტებზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

იმერეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ქალაქ თერჯოლის ცენტრალური უბნის (რუსთაველის ქუჩა) ურბანული განახლება. პროექტი მოიცავს 5 შენობისა და 2 პარკის რეაბილიტაციას.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

პროგრამის პირველ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების უმეტესობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.