ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

28 ნოემბერი 2021

ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში   საცხოვრებლის მფლობელი კიდევ  600 დევნილი ოჯახი გახდა.

დევნილებისთვის საერთაშორისო სტანდარტების საცხოვრებლების მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. კორპუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, ჯამში,  1400-მდე ოჯახი განსახლდა და შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა საცხოვრებელი 89 ნგრევადი შენობა დაიხურა.

2013 წლიდან დღემდე კი, საქართველოს მასშტაბით, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.