სიახლეები

10 აგვისტო 2020

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
7 აგვისტო 2020

წყალტუბოში დევნილებისთვის 2 კორპუსის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულა. დასრულებული ბინები 140 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
5 აგვისტო 2020

ბორჯომში ,,კავალერიის შენობის“ რესტავრაცია და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში, ,,კავალერიის შენობის“ რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტს ახორციელებს. სამუშაოები მსოფლიო ბანკის 3 მილიონი ლარის დაფინანსებით მიმდინარეობს.
4 აგვისტო 2020

სოფელ კოდისწყაროში საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდისწყაროში საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
4 აგვისტო 2020

ზარზმის მონასტერთან ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
3 აგვისტო 2020

ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
3 აგვისტო 2020

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდში დევნილებისთვის 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორცილდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 21.5 მლნ ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ 360 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას.
31 ივლისი 2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში საჯარო სკოლის მშენებლობას ასრულებს. პროექტი 2019 წელს დაიწყო და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
29 ივლისი 2020

ქალაქ დუშეთის Ν1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
ფონდმა უკვე დაიწყო ტენდერების გამოცხადება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
28 ივლისი 2020

განცხადება - ჭიათურის საბაგირო გზის პროექტზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჭიათურაში მშენებარე საბაგირო გზის შენობის სახურავი წვიმის შედეგად დაზიანდა, არის მიზანმიმართული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ ფრანგული კომპანიების, ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები.