ზუგდიდში 960 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები მშენებლობა მიმდინარეობს

1 თებერვალი 2020

 ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 საცხოვრებელი ბინის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.  სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 60 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ ჯამში  960 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა.  8 კორპუსის მშენებლობიდან 3 კორპუსის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია, ხოლო დარჩენილი 5 კორპუსის მშენებლობა 2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი (გეგა) შენგელია გაეცნენ.

 

ზუგდიდის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას წყალტუბოსა და ქუთაისში ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 145 მილიონი ლარია. ჯამში, 2020-2021 წლებში, საცხოვრებელი ფართით 2320 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი