ანაკლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

3 მაისი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს.

ამ ეტაპზე, ტენდერი გამოცხადებულია სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და პროექტების დასრულების შემდეგ,პატარები კეთილმოწყობილ ბაღებში შეძლებენ სიარულს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობის და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.