სიახლეები

20 სექტემბერი 2019

სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს.
20 სექტემბერი 2019

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

რაჭაში ონის მუზეუმის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა. ონის მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5.5 მილიონი ლარია.
19 სექტემბერი 2019

ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
12 სექტემბერი 2019

გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
12 სექტემბერი 2019

გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.
11 სექტემბერი 2019

ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთამდე და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული გამოავლინა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12.8 მილიონი ლარია.
11 სექტემბერი 2019

ინფრასტრუქტურის სამინისტრო 150 სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს.

11 სექტემბერი 2019

ზარზმის 150 ბავშვიანი სკოლის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმის სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია.
5 სექტემბერი 2019

ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტსა და სატრანსპორტო მობილობის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის ურბანული განახლებისა და სატრანსპორტო მობილობის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია JV of EGIS International (France, Leader), Egis Villes & Transports (France, Member) and Engineering Monitoring Group LLC (Georgia, Sub-Consultant).
4 სექტემბერი 2019

გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის საპროექტო სამუშაო უკვე დასრულდა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.