სიახლეები

19 ოქტომბერი 2019

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას.
17 ოქტომბერი 2019

ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია.
12 ოქტომბერი 2019

სოფელ ატენში სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მილიონი ლარია.
11 ოქტომბერი 2019

სოფელ კოდისწყარში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ კოდისწყაროში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსბეით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.1 მილიონი ლარია.
8 ოქტომბერი 2019

გიორგი შენგელიამ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოში პროექტები მოინახულა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსთან და წყალტუბოს მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად, წყალტუბოში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა.
5 ოქტომბერი 2019

ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობას მიმდინარე წლის ბოლოს დაასრულებს. პროექტი საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.
4 ოქტომბერი 2019

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.
3 ოქტომბერი 2019

გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.
27 სექტემბერი 2019

თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია.
26 სექტემბერი 2019

ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ინფრასტრუქტურა ეწყობა

მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.