სოფელ ვაქირში ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებენ

11 აპრილი 2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალ გზას აშენებს.  ამჯერად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, სადაც საავტომობილო გზა არ არსებობდა , ერთ კილომეტრ სიგრძეზე ექვსი მეტრი სიგანის ასფალტო - ბეტონის  გზა იგება, ასევე  მოეწყობა სანიაღვრე არხები.

პროექტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის- ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ვაქირში მიმდინარე სამუშაოსთან ერთად, ინფრასტრუქტურის მინისტრმა,  ზურაბ ალავიძემ გზების რეაბილიტაციის პროცესი შეამოწმა. მისი განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ზამთარში დაზიანებული მონაკვეთების უმეტესი ნაწილი თვის ბოლომდე მოწესრიგდება.