შეხვედრა გერმანელ ბიზნესმენებთან

 გერმანელ ბიზნესმენთა ვიზიტი საქარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად დღეს სამინისტროში გერმანელ ბიზნესმენებს შეხვდა. 
ბიზნესმენები საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის აღმოასვლეთისა და ცენტრალური ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (OMV) ორგანიზებით ჩამოვიდნენ. ვიზიტის მიზანია, გერმანული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა მიიღონ სრული ინფორმაცია საქართველოში სამშენებლო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ და ამ პროცესში გერმანული კაპიტალის მონაწილეობის შესაძლებლობებზე. ვიზიტის ფარგლებში დღეს გერმანელი ბიზნესმენები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრ დავით ნარმანიას და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ელგუჯა ხოკრიშვილს შეხვდნენ. ბიზნესმენებს, აგრეთვე, დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ხვალ გერმანელი ბიზნესმენები აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის აგარა-რუისის მონაკვეთზე მიმდინარე საგზაო მშენებლობასა მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად მოინახულებენ.