კაცხის სვეტთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

4 მარტი 2019

რეაბილიტირდება კაცხის სვეტის გალავანი და ეზო, მოეწყობა სველი წერტილები, აშენდება ტურისტული ცენტრი. დამონტაჟდება 10 ტონიანი წყლის რეზერვუარი, წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნებიან იქ მაცხოვრებელი ბერები და ახლომდებარე სოფლის მოსახლეობა. ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი.