• კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა გაიხსნა
  • წყნეთი - ბეთანიის გზა გაიხსნა
  • კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
  • თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა
  • ახალი მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა
  • ბატონის ციხის მუზეუმის მშენებლობა სრულდება
  • მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
22 აგვისტო 2019

სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 32.5 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.
21 აგვისტო 2019

ხაშურში სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6.1 მილიონი ლარია.
18 აგვისტო 2019

სამცხე-ჯავახეთში 10-ზე მეტი სკოლის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა ხორციელდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამცხე-ჯავახეთის სოფელ ზარზმისა და მოხეს სკოლების მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ზარზმისა და მოხეს სკოლებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
16 აგვისტო 2019

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად გაეცნო.
1 აგვისტო 2019

,,გადმოსახედების" ესკიზური პროექტების მომზადებაზე გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყებს. პროექტის მიხედვით, გადმოსახედები მოეწყობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სათანადოდ შერჩეულ ადგილებში - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ანდა გზების მიმდებარე, ტურისტულად მიმზიდველ ისეთ ადგილებში, საიდანაც იშლება შორეული ხედები.