გიორგი შენგელია

გიორგი შენგელია (20 ივლისი, 1978, თბილისი) – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 2018 წლის ივნისიდან.
2000 - 2003 წლებში იყო ,,გაერთიანებული ქართული ბანკი’’-ს მარკეტინგის სპეციალისტი, ხოლო 2003 წლის სექტემბრიდან 2004 წლის ივლისამდე ,,გაერთიანებული ქართული ბანკი’’-ს მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსი. 2004 - 2005 წლებში იკავებდა ,,გაერთიანებული ქართული ბანკი’’-ს მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 2005 წლის ივნისიდან, რამდენიმე თვის განმავლობაში, იყო ,,გაერთიანებული ქართული ბანკი’’-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი. 2005 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის ივნისამდე მუშაობდა ,,გაერთიანებული ქართული ბანკი’’ -ს პლასტიკური ბარათების დეპარტამენტის დირექტორად, 2007 წლის იანვრიდან იკავებდა ,,ვი თი ბი ბანკი’’-ს პლასტიკური ბარათების სამმართველოს უფროსის პოსტს. 2006 წლის მარტიდან 2008 წლის აგვისტომდე ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას და იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი (საბანკო საქმის კათედრა - საბანკო მარკეტინგი). 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის იანვრამდე მუშაობდა საინვესტიციო კომპანია ’’ეი ჯი ინვესთმენთი”-ს გენერალური დირექტორად. 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლის მარტამდე იყო სამშენებლო-საკონსულტაციო კომპანია ‘’ეი ჯი კონსტაქშენი”-ს გენერალური დირექტორი, ხოლო 2010 წლის აპრილიდან რამდენიმე თვის განმავლობაში სადაზღვეო კომპანია ,,აი სი ჯგუფი“ -ს გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი. 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის მაისამდე ეკავა ,,ალიანს მედი +“ -ის დირექტორის პოსტი . 2010 წლის აგვისტოდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით იყო სადაზღვეო კომპანია ,,აი სი ჯგუფი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე. 2017 წლის იანვრიდან ივნისამდე იყო სადაზღვეო კომპანია ,,აი სი ჯგუფი“-ს საბჭოს წევრი. 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის ივნისამდე ეკავა სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი.
განათლება
1999 წელს, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი;
2002 წელს, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბანკო საქმე-ეკონომისტი; არის ეკონომიკის მაგისტრი;
2012 წელს, გრენობლის უნივერსიტეტის გლობალური მენეჯმენტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.