დოკუმენტები

14 აპრილი 2015

რეგიონული განვითარების პროექტი (RDP) - შენობების რესტავრაცია და ტურისტული ზონის მოწყობა სოფ. დართლოში - ქვეპროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 17 აპრილს 14:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, სოფლის კლუბის შენობაში, გაიმართება სოფ. დართლოში შენობების რესტავრაციისა და ტურისტული ზონის მოწყობის ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
2 აპრილი 2015

განცხადება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის როშკა-ახიელის საავტომობილო გზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის თაობაზე

2015 წლის 22 მაისს, 14 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. დუშეთი, რუსთაველის ქუჩა №27) გაიმართება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის როშკა-ახიელის საავტომობილო გზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.

პროექტი მიზნად ისახავს როშკა-ახიელის საავტომობილო გზის მშენებლობას, რომელიც პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის სოფლებს (როშკა, ახიელი, ჭიმღა, ამღა) მისცემს ერთმანეთთან, რაიონულ ცენტრთან (დუშეთი) და ქვეყნის სხვა რეგიონებსა და ქალაქებთან დაკავშირების საშუალებას.

საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:

• საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150. ტელ: (995 32) 2437001/02/03/04
• დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში - (მისამართი: ქ. დუშეთი, რუსთაველის ქუჩა №27);
• შპს „გამა კონსალტინგი“-ს ოფისში – ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი №17ა. ტელ: (995 32) 2 60 15 27.

გთხოვთ, წერილობითი შენიშვნები და კომენტარები მიაწოდოთ ქვემოთ მითითებულ პირებს:
• ნინო პატარაშვილი. ტელ: 577382292; E-mail: npatarashvili@mdf.org.ge ;
• ჯუღული ახვლედიანი. ტელ: 595 59 52 55; E-mail: j.akhvlediani@gamma.ge .

საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლია 2015 წლის 18 მაისამდე.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი


2 აპრილი 2015

საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან! „ბათუმის ნაპირდაცვის მშენებლობ”-ის პროექტის გარემოს დაცვის თავდაპირველი კვლევის (IEE) წინასწარი დოკუმენტის განხილვა 7 აპრილი, 12:00 სთ (ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია)

2015 წლის 7 აპრილს 12:00 სთ-ზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. 25) „ბათუმის ნაპირდაცვის მშენებლობის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან გარემოს დაცვის თავდაპირველი კვლევის (IEE) წინასწარი დოკუმენტის განხილვის თაობაზე.
31 მარტი 2015

ქვე-პროექტი: სოფ. იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს „ქვევრის სახლი“-ს მშენებლობა

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტი ითვალისწინებს კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ახალი „ქვევრის სახლის“ მშენებლობას. მისი მთავარი მიზანია ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციის პოპულარიზაცია, რომელიც საუკუნეებს მოითვლის.
24 მარტი 2015

დაბა ასპინძის N1 და #2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

ქვე-პროექტი რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი მიზნად ისახავს დაბა ასპინძაში არსებული N1 და #2 საბავშვო ბაღების შენობის რეაბილიტაციას, გარე სათამაშო ეზოს და სარეკრეაციო ზონის მოწყობას.
23 მარტი 2015

თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი სექცია 3. - მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა 2 (LARP 2) დამატება 1.

საქართველოს მთავრობამ თბილისი–რუსთავის გზის რეკონსტრუქცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს არსებული 17,1 კმ. სიგრძის, 2 ზოლიანი თბილისი–რუსთავის გზის მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „I კატეგორიის“ ჩქაროსნულ 4 ზოლიან ავტომაგისტრალად, 120 კმ/სთ საერთო დაგეგმილი სიჩქარით. თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – სექცია 3 არის PK 10.5 PK 17.1–მდე გზის მონაკვეთი.
18 მარტი 2015

სოფელ ციხისძირის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში. ქვე-პროექტი მოიცავს საბავშვო ბაღის არსებული ძველი შენობის რეაბილიტაციას, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, ასევე ეზოში სათამაშო და სარეკრეაციო ზონების მოწყობას ბავშვებისათვის. ქვე-პროექტს ექნება გრძელვადიანი დადებითი ზემოქმედება სოციალურ გარემოზე, კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება ახალი კომფორტაბელური საბავშვო ბაღის შენობით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

12 მარტი 2015

დაბა ასპინძის N1 და N2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

ქვეპროექტების გარემოს დაცვის მართვის გეგმების საჯარო განხილვა

2015 წლის 17 მარტს 14:00 საათზე, დაბა ასპინძაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლის შენობაში, გაიმართება დაბა ასპინძის N1 და N2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის ქვე-პროექტების გარემოს დაცვის მართვის გეგმების საჯარო განხილვა.
10 მარტი 2015

სოფელ მულახში ილია გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის რეკონსტრუქცია

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ მულახში (მესტიის მუნიციპალიტეტი) ილია გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის რეკონსტრუქციას, კერძოდ არსებული შენობის რეაბილიტაციას და გაფართოებას და აღჭურვას სპორტული ინვენტარით.

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე: