დოკუმენტები

12 მაისი 2012

თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის თბილისი-რუსთავის გზის III მონაკვეთის (თბილისი-ფონიჭალას) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალა-რუსთავის საპროექტო მონაკვეთი იწყება თბილისი-წითელი ხიდის გზის მე-14 კმ-ის ბოძიდან 56 მ-ით უკან ანუ კმ 13+944-ზე, რომელსაც შეესაბამება პკ 105+00 და მთავრდება რუსთავის შესასვლელიდან 400 მ-ში კმ 20+550 -ზე და შეესაბამება პკ 171+00. საპროექტო ღერძი გატარებულია არსებული გზის მარჯვენა გვერდულზე. საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 6. 6 კმ-ს. საპროქტო ტრასის ფონიჭალა-რუსთავის მონაკვეთი მთლიანად გადის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საპროექტო გზის ტრასის მიმართულება ემთხვევა არსებული თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის მიმართულებას. ქვე-პროექტი ითვალისწინებს არსებული მარშრუტის მოდერნიზაციას 2 სავალი ზოლიდან 4 სავალ ზოლამდე.
12 მაისი 2012

თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის თბილისი-რუსთავის გზის I მონაკვეთის (თბილისი-ფონიჭალას) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის თბილისი-ფონიჭალის საპროექტო მონაკვეთი იწყება ქ. თბილისიდან გულუას ქუჩიდან, რომელსაც შეესაბამება პკ 0+00, მიყვება მტკვირს მარჯვენა სანაპიროს პკ 20+00-მდე, შემდეგ უერთდება ვახტანგ გორგასლის ქუჩას და მთავრდება პკ 40+00 ზე. საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 4.0 კმ-ს.
პროექტი ითვალისწინებს არსებული გზის მოდერნიზებას: თბილისის ფარგლებში (თბილისი-ფონიჭალის მონაკვეთი) 6 ზოლიანი, ხოლო თბილისის შემდეგ რუსთავამდე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას.