დოკუმენტები
15 აპრილი 2016
თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-ში (5.04.2016, N62) გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული „თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობის“ პროექტის (მე-2 მონაკვეთი) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა, ნაცვლად 25 მაისისა ჩატარდება 2016 წლის 7 ივნისს.
11 აპრილი 2016
ტრანსპორტის სფეროში, დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით, შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება
ტრანსპორტის სფეროში, დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით, 2016 წლის აპრილ-ივნისში მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისის მერიასთან შეთანხმებით, ატარებს შინამეურნეობების კვლევას.
კვლევა ხორციელდება მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (სუტიპი) ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმოს „სისტრა“-სა (საფრანგეთი) და „გორბი“-ს (საქართველო) მონაწილეობით. კვლევის პროცესში, მოხდება 6,000 შინამეურნეობის გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
კვლევა ხორციელდება მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (სუტიპი) ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმოს „სისტრა“-სა (საფრანგეთი) და „გორბი“-ს (საქართველო) მონაწილეობით. კვლევის პროცესში, მოხდება 6,000 შინამეურნეობის გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
6 აპრილი 2016
თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის თბილისი-რუსთავის გზის II მონაკვეთის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული ანგარიშის სამუშაო ვერსია
თბილისი-რუსთავის გზის II მონაკვეთის (Sta: 4+000 ~ 10+800) მოდერნიზაციის პროექტი, რომლის სიგრძეც შეადგენს 6,8 კმ-ს, არის თბილისი-რუსთავის 17,4 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილი, რომლის მიზანია რუსთავსა და თბილისს შორის არსებული დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც იქნება გარანტი ეფექტური კავშირისა თბილისსა და რუსთავს შორის. პროექტის მიზანია სპეციალური საგზაო კონსტრუქციების/მოწყობილობების მოწყობა როგორიცაა საგზაო კვანძები, გზაგამტარები, ხიდები, საყრდენი კედლები, ავტობუსის გაჩერებები, საფეხმავლო ხიდები, რათა უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურებას.
18 მარტი 2016
თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია
„თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“ წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც „თვინინგისა და ინსტიტუციონალური გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში მომზადდა. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამას (Sustainable Urban Transport Investment Program – SUTIP) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სტრატეგია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტმა, ბ-ნმა ჟან-მანუელ ჟილიმ თვინინგის პროექტის ფარგლებში მოამზადა. სტრატეგიის დოკუმენტი 2016 წლის 3 თებერვალს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე იქნა განხილული და დოკუმენტი ქალაქის სატრანსპორტო სამსახურს გადაეცა. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია 15 წლიან სამეტაპიან სამოქმედო გეგმას მოიცავს.
25 თებერვალი 2016
რეგიონული განვითარების მეორე პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი
გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი მომზადებულია რეგიონული განვითარების მეორე პროექტისათვის, რომელიც ხორციელდება იმერეთის რეგიონში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი აღწერს საჭირო გარემოსდაცვით და სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეგიონული განვითარების მეორე პროექტის დაგეგმვის, დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე ეროვნულ კანონმდებლობასთან და მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. გარემოზე ზემოქმედების ჩარჩო დოკუმენტი მოიცავს პროექტის მართვის გარემოსდაცვით, სოციალურ და კულტურულ ასპექტებს.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი აღწერს საჭირო გარემოსდაცვით და სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეგიონული განვითარების მეორე პროექტის დაგეგმვის, დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე ეროვნულ კანონმდებლობასთან და მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. გარემოზე ზემოქმედების ჩარჩო დოკუმენტი მოიცავს პროექტის მართვის გარემოსდაცვით, სოციალურ და კულტურულ ასპექტებს.
12 თებერვალი 2016
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხიდების რეაბილიტაცია და მშენებლობა
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს დაბა ლენტეხში ქუჩების კეთილმოწყობას, სოფელ ხელედში შიდა საუბნო გზებზე საყრდენი კედლების მოწყობა/რეაბილიტაციასა და მცირე ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაციას მდ. მუხრაზე, მდ. ჭველფის ღელეზე, მდ. ჩონშურაზე, შემდეგ სოფლებში: ტვიბი, ედიყი ჭველფი და დურაში.
ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე;
ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე;
11 თებერვალი 2016
აუდიტორული დასკვნა
2015 წ. დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიები „SOS-Audit“-ის და „Grant Thornton”-is მიერ ჩატარდა ფონდის 2014 წლის საქმიანობის შემოწმება (პროექტებისა და ფონდის, როგორც ორგანიზაციის ჭრილში). აუდიტორული შემოწმების შედეგად საქმიანობის ყველა მიმართულების მიხედვით მიღებულია დადებითი შეფასება.
28 დეკემბერი 2015
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ გოგაშენში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და უსაფრთხოების ღონისძიებები
ქვე-პროექტი „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ გოგაშენში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება“, რომელიც ხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას გზის ბოლო (ვარძიის მხარეს) 500 მეტრზე, ხრეშის საფარის მოწყობას გზის 7 მონაკვეთზე (საერთო სიგრძე - 545 მ), გზის დარჩენილ ნაწილზე გრუნტის საფარის მოსწორება-მოშანდაკებას, არსებული ლითონის სანიაღვრე მილების (d-0,530 მ) გაწმენდას, ლითონის ტროსით შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების, ბეტონის სპეცპროფილის პარაპეტისა და საორიენტაციო ბოძკინტების მოწყობას.
25 დეკემბერი 2015
დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის (მესტიის მუნიციპალიტეტი) რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციას. არსებული შენობა წარმოადგენს გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებულ ორსართულიან ნაგებობას (ფართობი 806,3 მ2), რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს.