კაცხისა და უბისის მონასტრების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები - ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

16 ნოემბერი 2015

2015 წლის 19 ნოემბერს 15:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისას საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „კაცხისა და უბისის მონასტრების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ქვე-პროექტი ითვალისწინებს უბისის მონასტრის კომპლექსში შემავალი ნაგებობების მცირე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, როგორიცაა ტაძრის ჩრდილოეთ მხრიდან ამორტიზირებული სარინელის აღდგენა, დასავლეთი მინაშენის ფასადზე არსებული კირქვის საპირე წყობის ჩანაცვლება შირიმის ქვით, ტაძრის ინტერიერში იატაკზე ბეტონის დემონტაჟი და კირქვის ფილების დაგება, ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე კოშკში ასასვლელი ამორტიზებული ხის კიბის გამოცვლა, ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ბზარების ამოვსება კირქვის ხსნარით.

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (იხ. ბმული ქვემოთ), ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

 

  •  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,
    ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge ;  
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში - ქ. ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15, საკონტაქტო პირი: დავით დევდარიანი, ხარაგაულის გამგებლის მოადგილე,

    მობ: 5 91 81 20 15, ელ-ფოსტა: ddevdariani68@mail.ru

              

 

        დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი:  ER_Ubisa monastery restoration - ge