თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის თბილისი-რუსთავის გზის I მონაკვეთის (თბილისი-ფონიჭალას) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში

12 მაისი 2012

 თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის თბილისი-ფონიჭალის საპროექტო მონაკვეთი იწყება ქ. თბილისიდან გულუას ქუჩიდან, რომელსაც შეესაბამება პკ 0+00, მიყვება მტკვირს მარჯვენა სანაპიროს პკ 20+00-მდე, შემდეგ უერთდება ვახტანგ გორგასლის ქუჩას და მთავრდება პკ 40+00 ზე. საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 4.0 კმ-ს.

 პროექტი ითვალისწინებს არსებული გზის მოდერნიზებას: თბილისის ფარგლებში (თბილისი-ფონიჭალის მონაკვეთი) 6 ზოლიანი, ხოლო თბილისის შემდეგ რუსთავამდე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას.

 

პროექტი         არ        არის   დაკავშირებული        ახალი ტერიტორიების            ათვისებასთან და გარემოს   სენსიტიურ    უბნებზე          მშენებლობასთან.  აზიის განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის SPS 2009 მიხედვით  პროექტი კლასიფიცირებულია, როგორც B  კატეგორიის.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბანისად, საქმიანობა დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნლეობის გზის მშენებლობასთან ან რეკონსტრუქციასთან საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებას.

 

პროექტის დაგეგმვის ეტაპზე განხორციელდა სხავდასხვა გარემოსდაცვითი სამუშაოები. დარგობრივი ექსპერტების მიერ ჩატარდა როგორც კამერალური შესწავლები, ასევე, საველე სამუშაოები და გარემოს არსებული მდგომარეობის ადგილზე შეფასება. აუცილებელი გარემოსადაცვითი და სოციალური ინფორმაცია სრულად იქნა შეგროვებული. გარემოსდაცვითი სააგენტოს მიერ აღებულ და გაანალიზებულ იქნა ზედაპირული წყლის, ნიადაგის და ატმოსფერული ჰაერის სინჯები. საპროექტო ჯგუფმა შეისწავლა ხმაურის და ფონური რადიაციის დონე მარშრუტის გასწვრივ. ავტოტრანსპორტის ემისიის ზემოქმედება გაანალიზებული იქნა ლიცენზირებული პროგრამის - „ეკოლოგ- მაგისტრალ“-ის გამოყენებით.

 

შეფასდა         პროექტის       არეში      არსებული       სენსიტიური                       გარემოსდაცვითი      და სოციალური რეცეპტორები და ამ შესწავლის შედეგები გათვალისწინებულ იქნა დაპროექტებისა და შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვის ნაწილში. მიწის შესყიდვისა და განსახლების საკითხები დამუშავებულია ცალკე დოკუმენტის – განსახლების სამოქმედო გეგმის სახით. შემარბილებელი    ღონისძიებები ინტეგრირებულია გარემოსდაცვითი მართვისა და მონიტორინგის გეგმაში.

 

მომზადდა სრულფასოვანი გზშ ანგარიში, სადაც  წარმოდგენილია გარემოსდაცვის მართვისა    და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა, განხილულია დეგეგმილი საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედდებები და დასახულია მათი შერბილების ღონისძიებები. 

 

გზშ-ქართული - მონაკვეთი I

 

გზშ- Section 1_Tbilisi - Phonichala_ vol. 2-GEO